
სპორტსმენების პოლიტიკური ასპარეზი

საქართველოს ისტროიულ გამოცდილებაში სპორტისა და პოლიტიკის გადაკვეთა საკმაოდ საინტერესო და განსაკუთრებულ სახეს იძენს. შეიძლება ითქვას, რომ მან მნიშვნელობა საბჭოთა კავშირის დროს შეიძინა, როდესაც გამოჩენილი კომპარტიის ლიდრების მხრიდან ამ სფეროს აქტიური პროპაგანდირება მიმდინარეობდა. მიზეზი საერთო კოლექტიური იდენტობისა და მეხსირების ჩამოყალიბების სურვილი იყო. მართლაც, ლავრენტი ბერია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა იდეოლოგიის შექმნაში, იყო მთავარი პერსონა, რომელმაც სპორტს სხვა მნიშვნელობა შესძინა და სპორტსმენებისგან გამოცდილი „ჩეკისტები“ გამოზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული სპორტულ კარიერაში ჩაბმული წარმატებული ადამიანები იქცნენ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალებად.
საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ცხადყოფს, რომ მთავრობა საკუთარი მიზნების შეფარვისთვის იყენებს სპორტსმენებს. მიზანი კი ერთია - კეთილგანწყობილი სპორტული ფანები, რაღაცგვარად, გახადონ მათი პროპაგანდის ნაწილი.

დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. 2022 წელს იგი ოფიციალურად „ნაპოლის“ საფეხბურთო კლუბის წევრი გახდა. მისმა მიღწევებმა ქართული რეალობაში სხვა სიამაყის განცდა ჩამოაყალიბა. რაღაცგვარად, ხვიჩას აღტაცებით ქართველ ხალხში ეროვნული იდენტობის განსაკუთრებული გრძნობა გაღვივდა. ეს მოგვაგონებს მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდს, როდესაც თბილისის დინამოს წარმატებამ ქართველებში სხვა მუხტი, დინამიურობა და განწყობა გააჩინა. განცდა იმისა, რომ ქართველი ერი არსებობს. ამ ყველაფრის ფონზე, შეუძლებელია პოლიტიკურ მხარეს უყურადღებოდ დარჩეს კვარაცხელია და არ გამოიყენოს იგი საკუთარი პროპაგანდის საშუალებად.
სოციალურ მედიაში კარგად ჩანს ის, თუ როგორ რეაგირებენ მთავრობის წარმომადგენლები კვარაცხელიას თითოეულ წარმატებაზე და როგორ ცდილობენ, გამოიჩინონ გულმხურვალე მხარდამჭერა მის მიმართ. ეს მხოლოდ გულწრფელი მხარდაჭერა რომ იყოს, კვარაცხელიას საკითხი დღევანდელი პოლიტიკოსების დღის წესრიგის თემა არ გახდებოდა. მეტიც, მართველი პარტიის ლიდერების განცხადებები ცხადყოფს, რომ ამ სპორტსმენის წარმატება პოლიტიკური თამაშების მექნიზმად იქცა.

Describe your image

Describe your image


Describe your image
სხვადასხვა სამთავრობო ფეისბუკ ანგარიშზე გავრცელებული ხვიჩა კვარაცელია მხარდამჭერი პოსტები.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება ცდილობს კვარაცხელია პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს კარგად იკვეთება პარლამენტარის, ირაკლის კობახიძის, გასული წლის განცხადებებში. იგი პირდაპირ ხელს იშვერს ნაციონალური მოძრაობისკენ და ამბობს, რომ „ჩვენმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა.“ მისი მტკიცებით ოპოზიცია ქართული სპორტის წარმატებას ვერ იტანს და ცდილობს აგრესიული განცხადებებით მასზე (კვარაცხელიაზე) ნეგატიური აზრები გააჩინოს. მეტიც იგი ამბობს, რომ ეს ნაციონალების კარგად გამოცდილი პრაქტიკაა, რადგანა მანამდე ეცადნენ თავსდასხმოდნენ ლაშა ტალახაძეს, თორნიკე შენგელიას აშ. (1)
Საინტერესოა, რომ თუ შევადარებთ სპორტსმენების ჩართულობას პოლიტიკაში 2010-იდან დღემდე, ცხადი კონტურები იკვეთება, როგორი ფორმით ხდებოდა სპორტის პოლიტიკურ მექანიზმად გამოყენება და როგორი სახე მიიღო ახლა. ეს კონტურები საკმაოდ კარგად ჩანს წინა საარჩევნო კამპანიებში. ადრე თუ ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მასების მობილიზებას, ბოლო პერიოდში, უფრო მეტად 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან სპორტსმენები დახვეწილი ხერხებით ერთვებიან არამარტო საარჩევნო კამპანიებში, არამედ უშუალოდ პოლიტიკაში.
2016 წლის კორცხელის ინციდენტი ცხადყოფს, რომ სპორტსმენები თავიანთი უპირატესობის, ძალის, გამოყენებით ცდილობდნენ, დაეშინებინათ ხალხი და შეეცვალათ საარჩევნო ფონი. 2016 წლის 22 მაისს დაპირისპირება სპორტსმენებსა და ოპოზიციას შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტ, სოფელ კორცხელის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა. Საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილითი მოჭიდავეთა კლუბის წევრები დაუპირისპირდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ნიკანორ მელიას, გიგა ბოკერია, და ა.შ. (2)
დროთა განმავლობაში სპორტსმენების ჩართულობის ფორმა წინა-საარჩევნო საქმიანობაში საკმაოდ შეიცვალა. ერთგვარად, დისტანცირდნენ ძალადობრივი აქტივობებისგან და დაიწყეს საკმაოდ ცივილიზებულ პრო-სამთავრობო კამპანიებში მონაწილეობა.
Ნიკოლოზ ბასილაშვილი ულოცავს კახა კალაძეს მერობის არჩევნებში გამარჯვებას და მის განცხადებას უშუალოდ "ქართული ოცნების" ოფიციალური ფეისბუკ გვერდი აქვეყნებს
კახა კალაძის დაკვეთით მის კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ფეხბურთელებმა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, წამყვანი ქართველი სპორტსმენები მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.
ვიდეო რგოლი:
მერობის არჩევნების შემდეგ სპორტსმენები პოლიტიკოსების ამპლუაში გვევლინებიან. Საქართველოს პარლამენტარებიდან, როგორც მმართველი, ისე ოპოზიცურ პარტიებიდან, რამდენიმე სწორედ ყოფილი სპორტსმენია ან კონკრეტული სპორტის სახეობის მოქმედი ან ყოფილი დირექტორია.

Სპორტსმენები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. Მათი პროპაგანდისტულ საშუალებად გამოყენება დიდ ხნიანი პრაქტიკაა და უმეტესად სხვადასხვა ფორმით, სახით ვლინდება. დღეს თუ ხვიჩა კვარაცხელია არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი, ხვალ აუცილებლად გამოჩნდება სხვა სპორტსმენი, რომელიც შეასრულებს ერთ მთავარ დანიშნულებას- იყოს პრო-სამთავრობო იარაღი სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
Რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ფეისბუკ პოსტი კახი კალაძის ოფიციალურ ანგარიშზე ცხადყოფს, რომ ყოველი წარმატებული სპორტსმენი ნიშნავს ახალი პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებას საზოგადოებაზე.